ჩვენ შესახებ

და-ძმისა — შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვის ხელში რაღაც საკუთარი დაიწყოს.

და-ძმისა — და-ძმის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც ბავშვობისთვის ქმნის ნივთებსა და გამოცდილებებს, სადაც მზა პასუხების ნაცვლად ბავშვს საკუთარი სამყაროს შექმნის შესაძლებლობა ეძლევა.

ჩვენთვის ნივთი მხოლოდ ნივთი არ არის.

ის შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც ბავშვი პირველად მოიფიქრებს საკუთარ ამბავს, საკუთარ წესებს, საკუთარ პერსონაჟებს და საკუთარ გადაწყვეტილებებს.

ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ბავშვის ხელში იცვლება, ივსება მისი წარმოსახვით და დროთა განმავლობაში მის პირად ისტორიას იძენს.

ჩვენი არჩევანია ხის მასალები — ხის ფენები, ბუნებრივი ტექსტურა და მარტივი ფორმები, ზედმეტის გარეშე.

წარმოებისას კი მაქსიმალურად ვცდილობთ, პროდუქტი უნარჩენო პრინციპს მიუახლოვდეს: მასალა არ დაიკარგოს, მისი გამოყენება იყოს გააზრებული და რაც შეიძლება მეტი ნაწილი დარჩეს გამოყენებადი.

და-ძმისასთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვქმნით, არამედ ისიც, რა ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ნივთი ბავშვის ხელში ხვდება.

სწორედ ამიტომ ჩვენი ვებგვერდი ბრენდის სამყაროს გაგრძელებაა — სივრცე, სადაც ბავშვებსა და ოჯახებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრებისა და იდეების გაზიარება, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კონკურსში და პერიოდულად მიიღონ საჩუქრები.

გვინდა, ბრენდსა და მის მომხმარებელს შორის ურთიერთობა მხოლოდ შეძენით არ დასრულდეს.

გვინდა, ბავშვმა იგრძნოს, რომ ის ამ სამყაროს მხოლოდ მომხმარებელი კი არა, მისი მონაწილეა.

და-ძმისა — შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვის ხელში რაღაც საკუთარი დაიწყოს.

და-ძმისა

„და-ძმისა“ დისა და ძმის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც დაიბადა ერთმანეთთან კავშირის, ერთად თამაშისა და აღმოჩენის სიყვარულიდან.

ჩვენ გვჯერა, რომ ღირებული გამოცდილება იქმნება ერთად — თამაშით, აღმოჩენით, შემოქმედებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით.

დამფუძნებლების სურვილია, რაც შეიძლება მეტ ბავშვსა და მშობელს მისცენ შესაძლებლობა, ერთად შექმნან ლამაზი მოგონებები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და განიცადონ სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის ძალა.

სწორედ ამიტომ „და-ძმისა“ ქმნის პრემიუმ, ეკოლოგიურ და მრავალფუნქციურ პროდუქტებს, რომლებიც ბავშვებსა და მშობლებს აახლოებს ბუნებასთან, ერთმანეთთან და შემოქმედებით სამყაროსთან.

დედა და ბავშვი ერთად ქმნიან