თამაშის შესახებ · 5+

იპოვე ის,
რასაც ვერ ხედავ.

ბუნებასთან დაკავშირებული ინტერაქტიული თამაში ბავშვებისა და ოჯახებისთვის.

100ხის ყუთილიმიტირებული კოლექცია
ხის სათამაშო ყუთი და მისი შემადგენლობა

ეს თამაში მხოლოდ ერთი თავგადასავლისთვის არ შექმნილა.

ის იწყება აწყობით, გრძელდება ძიებით, დაკვირვებით, კითხვებითა და აღმოჩენებით — მაგრამ მისი მთავარი ნაწილი ის არის, რაც თამაშის დასრულების შემდეგ რჩება.

ბავშვი გზად ხვდება ბუნებას, ადამიანურ ურთიერთობებს, საკუთარ ფიქრებსა და ემოციებს.

ის არ იღებს მხოლოდ მზა პასუხებს — აკვირდება, ფიქრობს და საკუთარ პასუხებს თავად პოულობს.

რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები ყოველთვის თვალსაჩინო არ არის.

შეიძლება დღეს ბავშვი ეძებდეს რაღაცას რუკაზე, ბუნებაში ან თამაშის რომელიმე მინიშნებაში, ხოლო წლების შემდეგ აღმოაჩინოს, რომ ამ თამაშმა მასში უფრო მნიშვნელოვანი რამ დატოვა — ერთად გატარებული დრო, განცდა, შეკითხვა, პატარა აღმოჩენა ან კეთილი არჩევანი.

ჩვენ არ გვინდა, ეს გამოცდილება მხოლოდ თამაშად დაამახსოვრდეს.

გვინდა, ბავშვი გაიზარდოს, მაგრამ ეს მოგონება მასთან ერთად დარჩეს.

რადგან პროდუქტი შეიძლება შეიცვალოს, თამაში დასრულდეს, ბავშვობამ კი გაიაროს — მაგრამ ის, რაც ბავშვობაში ჩვენში დარჩა, შეიძლება მთელი ცხოვრება გავიყოლოთ.

ბავშვი ხის თეატრით თამაშობსთამაშის ხის პერსონაჟები და დეტალები

თამაშის შესახებ

ბავშვი და-ძმისას ხის ყუთთან

და-ძმისა — ბუნებასთან დაკავშირებული ინტერაქტიული თამაში ბავშვებისა და ოჯახებისთვის.

პირველი ეტაპი — ლიმიტირებული კოლექცია, მხოლოდ 100 ხის ყუთი.

ყუთში მოთავსებული ყველა დეტალი არის ეკოლოგიური, მრავალჯერადი გამოყენების და ნარჩენების გარეშე შექმნილი. QR კოდის საშუალებით გადადიხართ „და-ძმისა“-ს ვებგვერდზე, სადაც იწყება თავგადასავალი.

რუკა და დავალებები ბავშვებს ბუნების აღმოჩენაში, დაკვირვებაში, აზროვნებასა და შემოქმედებაში ეხმარება.

„და-ძმისა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს, თანადგომას და ბავშვის დადებითი თვისებების განვითარებას — ცნობისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას, თანამშრომლობასა და ერთმანეთის პატივისცემას.

თამაშში ერთვებიან ბავშვები, მშობლები, და-ძმები და მეგობრები.

შესრულებული ნამუშევრის ვებგვერდზე გაზიარების შემდეგ, გამორჩეული ნამუშევრები დასაჩუქრდება.

გათამაშების თარიღი, წესები და პირობები განთავსებული იქნება ვებგვერდზე.

ბავშვის ფოტოს გამოქვეყნება სავალდებულო არ არის — მისი განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მშობლისა და ბავშვის ერთობლივი სურვილით.

ვებგვერდზე აკრძალულია ბულინგის, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი კომენტარების განთავსება.

თამაშის შემდეგ პირველი 100 ყუთი ჩიტის სახლად გარდაიქმნება და შესაძლებელია მისი გამოყენება სახლში ან ბუნებაში.

პროდუქტის გამოყენება

პროდუქტი განკუთვნილია 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ბავშვის მიერ პროდუქტის გამოყენებისას რეკომენდებულია ზრდასრული ადამიანის ზედამხედველობა.

წესები და პირობები